საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის!

მედიცინის ფაკულტეტი იწყებს მონაწილეთა შერჩევას  საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენცია BIOMED2021-სთვის, რომელიც გაიმართება 2021 წლის 18-19 ივლისს (ქ. ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი). კონფერენციის ეპიგრაფი  „მკვლევართა გაერთიანება COVID-19-ის პანდემიის დროს“.  კონფერენცია ინტერდისციპლინურია - თემები იხილეთ ქვემოთ.

 

კონფერენცია წარიმართება კომბინირებული ფორმატით. პლენარული სხდომები, სექციური სესიები, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები, B2B საბროკერო ღონისძიებები განხორციელდება კონტაქტურ რეჟიმში და ტელეხიდების მეშვეობით.

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

კონფერენციის ფარგლებში იმართება სპეციალური ტრენინგები ახალგაზრდა მკვლევარებისათვის და სტუდენტებისთვის. თითოულ ტრენინგზე  გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ კონფერენციაზე გააკეთონ მოხსენება ან პოსტერ პრეზენტაცია. აპლიკაციის განსახილველად უნდა წარმოადგინოთ აბსტრაქტი. აბსტრაქტის ფორმა იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

აპლიკაციის (აბსტრაქტის) გაგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medicine@tsu.ge

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2021

 

სპიკერები უცხოეთიდან

  • აკოს კოლერი (ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯი, აშშ)
  • ლეილა გობეჯიშვილი (კენტუკის უნივერსიტეტი, აშშ)
  • მარიე კარლოტა სალდანჰა ლოპესი (ლისაბონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა)
  • ჟან-ფრედერიკ ბრუნი (მონპელიეს უნივერსიტეტი, საფრანგეთი)
  • ვიქტორია ლიშნევსკა (მულტიდისციპლინური სამეცნიერო უმაღლესი სკოლა, ბელგია)
  • ნადია ანტონოვა (ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, სოფიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

სპიკერები საქართველოდან

  • მაკა მანწკავა  - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, მულტიდისციპლინური უმაღლესი სკოლის რექტორი, კლინიკური რეოლოგი, კლინიკური და საბაზისო კვლევების საერთაშორისო ექსპერტი
  • ზურაბ ფაღავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი-კარდიოლოგი,  ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი, კარდიოლოგიური მიმართულების უფროსი
  • იოსებ ბურდულაძე -  მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი-ნევროლოგი, აკად. ფრიდონ თოდუას კლინიკა, ჟორდანიას კლინიკა
  • ნინო ნიჟარაძე - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ექიმი-ეპიდემიოლოგი
  • შორენა ფოცხიშვილი - ექიმი-რეანიმატოლოგი, ანესთეზიის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამკურნალო ცენტრი „მედიცინა“
  • მაკა ბულეიშვილი -  მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოც. პროფესორი, ექიმ-თერაპევტი, ჯანდაცვის ექსპერტი, კოვიდ-19-ის მართვის გუნდის წევრი
  • ლუიზა გაბუნია -  მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ფარმაკოლოგი, ფარმაკოლოგიის ექსპერტი
  • და სხვ.

 

ტრენინგ-ბლოკი:

  • ტრენინგი 1. „კლინიკური კვლევების სტრატეგია. 3R პრინციპი“. ტრენერი: კ.მულკიჯანიანი
  • ტრენინგი 2. „სამართლებრივი საკითხები და სამედიცინო კვლევები. ექიმის შეცდომა თუ გადაცდომა“. ტრენერები: ნ.გაწერელია და მ.რუხაძე
  • ტრენინგი 3. „სამედიცინო ტურიზმი. ახალი გამოწვევები. როგორ ჩავერთოთ ასეთ აქტივობაში“. ტრენერი: ჯ.გელძე
  • ტრენინგი 4. „ლაბორატორული საქმე და ბიოსტატისტიკური ანალიზი. ტრენერი: მ.მანწკავა
  • ტრენინგი 5. „სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტრატეგია. სამეცნიერო ჟურნალები. სამეცნიერო ბაზები. პლაგიარიზმი. ფაბრიკაცია. ფალსიფიკაცია.“ ტრენერი: მ.მანწკავა

 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://pandemiacovid19.wixsite.com/biomed2021

 

კონფერენციის თემატიკა:

  • მულტიდისციპლინარული მიდგომები თანამედროვე მეცნიერებაში
  • პოლიპროფილური მედიცინა
  • ბიომედიცინა, ბიორეოლოგია და ბიოტექნოლოგია
  • ბიოქიმია და ბიოფიზიკა ფუნდამენტურ და კლინიკურ მედიცინაში. მიკრო- და ნანობიომექანიკა
  • ინოვაციური მეთოდები. ბიოინფორმატიკა . ბიოლოგიური, მათემატიკური და სხვ. მოდელები
  • ბიომედიცინის ეკონომიკური ასპექტი. ბლოკჩეინი და პროგრამირების ენები მედიცინაში. ციფრული მედიცინა
  • ბიომასალების როლი ბიომედიცინაში
  • თეორიული, კლინიკური და ეკოლოგიური ტოქსიკოლოგია
  • რადიოლოგია და რადიაციული უსაფრთხოება
  • ნუტრიციოლოია. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებგები, მედიკიმენტები და ჯანმრთელობა
  • მტკიცებულებათა მედიცინა
  • სამედიცინო ფიზიკა. სამედიცინო ქიმია
  • ჯანდაცვა და პოლიტიკა
  • განათლების სამედიცინო სისტემის ახალი და უახლესი მიდგომები და გამოწვევები
  • ტვინი და მისი ფუნქციონირება
  • უჯრედული მემბრანები,  სტრუქტურები და ფუნქციონირება. აგრეგაციის და დეფორმაციის მექანიზმები. გენომი
  • სისხლი, სისხლის დენადონა, სისხლის მიმოქცევის  ფიზიოლოგია და პათოფიზიოლოგია
  • თრომბის და და სტაზის წარმოქმნის მექანიზმები
  • თეორიული ჰემოდინამიკა და ჰემორეოლოგია
  • კლინიკური ჰემოროლოგია ნავთობპროდუქტების, ზეთების, სასურსათო და სამშენებლო მასალების რიოლოგია
  • აკრედიტაციის, ავტორიზაციის, სერტიფიცირების პრობლემები სამედიცინო მომსახურეობის გამცემ ინსტიტუციებში,  სამედიცინო და სასწავლო უნივერსიტეტებში

 

თარიღი: 16/04/2021